ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდსი” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. ნაციონალურ ჯუნიორ კოლეჯთა ათლეტურ ასოციაციაში (NJCAA) ქართველი გოგონას გუნდი რეგიონალური ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში (რეგიონალ IX-ში) მოხვდა, რომელსაც კასპერის უნივერსიტეტი მასპინძლობს და სადაც "თანდერბერდს" გამარჯვების კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის მატჩები კასპერელებმა 26 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულეს.
დღეს, თბილისის დროით დილის 8 საათზე დასრულდა მეოთხედფინალური შეხვედრა, რომელშიც “კასპერმა” 82:55 (სტატისტიკა) დაამარცხა მაკკუკის კოლეჯი და ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ოთხმეზურმა 6-დან
2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. ნატალიას ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. კასპერელთაგან 15 ქულითა და 5 პასით ასევე ეშლი ტეაუ გამოირჩა.
ნახევარფინალში კასპერის მეტოქე ოტეროს უნივერსიტეტი იქნება. მატჩი თბილისის დროით 7 მარტს, გამთენიისას გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ჯილეტის და ვესტერნის კოლეჯთა გუნდები დაუპირისპირდებიან.
gbf.ge