ბელარუსი კალათბურთელი ლუკაშენკოს: შენ ჩემი პრეზიდენტი არ ხარ

AutoSharing Option
ბელარუსის ნაკრებისა და სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკის" კალათბურთელმა ნიკიტა მეშირიაკოვმა ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდ ლუკაშენკო მკაცრად გააკრიტიკა და ბუნებრივია, საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა.
კალათბურთელის აღშფოთება პრეზიდენტობის ბანკირი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოსა და მისი შვილის დაკავებამ გამოიწვია.

"თამაში წესების გარეშე... კანდიდატებს ციხეში სვამენ, ადამიანებს პირს უქოლავენ. ეს მომავლის ბელარუსი არ არის. ალეკსანდრ გრიგორის ძევ, თქვენ ჩემი პრეზიდენტი არ ხართ." - დაწერა კალათბურთელმა "ტვიტერში".

სპორტსმენს კი ბელარუსის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე მაქსიმ რიჟენკოვმა უპასუხა:

"სპორტი მძიმე შრომას გულისხმობს. ყველას რომ აჯობო, ამისათვის ტიტანური მუშაობაა საჭირო. თქვენ
ქვეყნის სახელით გამოდიხართ, თქვენი გამარჯვებები ხალხს ახარებს და კარგად უნდა გესმოდეთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ.

ქვეყნის მთავრობა თვითრეალიზაციის უამრავ საშუალებას გაძლევთ. ბელარუსში არის ყველა თანამედროვე პირობა, ჩვენი ინფრასტრუქტურა ბევრი სახელმწიფოსთვის საოცნებოა.

თქვენ არც ფინანსური და არც სხვა ტიპის პრობლემები არ გაგაჩნიათ და ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რასაც ჩვენს ქვეყანაში აწარმოებენ.

სწორედ ამ თემაზე დაფიქრებისკენ მოვუწოდებ ზოგიერთ მოქმედ და ყოფილ სპორტსმენს. მინდა, სანამ იმ საკითხებზე დაიწყებენ საუბარს, რაზე წარმოდგენაც არ აქვთ", - განაცხადა რიჟენკოვმა.

18 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო შვილთან ერთად დააკავეს. დაკავების მიზეზი კი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებათა ორგანიზება, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, წარსულში ჩადენილი დანაშაულების დამალვის მცდელობა და საეჭვო ანგარიშებიდან დიდი თანხის მოხსნა იყო.

კალათბურთელი კი ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს.

მომზადებულია ex-press.by-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა ეტყობა. აბა ლუკაშენკო არც გრიგორიჩია და არც ვიქტორა ჰქვია
ქსენია ძალო
15:34 23-06-2020
2
"ვიქტორ გრიგორის ძევ, თქვენ ჩემი პრეზიდენტი არ ხართ." მგონი ალექსანდრე ერქვა
muro
14:13 23-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული