"ბარსელონას" მწვრთნელს "ბასკონიასთან" წაგება არ აპატიეს

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში "ბასკონიასთან" 67:69 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა სვეტოსლავ პეშიჩმა კი თქვა, რომ მომავალ სეზონში უკეთ ითამაშებენ, მაგრამ არ აცალეს - 70 წლის სერბს კარისაკენ მიუთითეს.

ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა გაავრცელა.

პეშიჩს "ბარსასთან" ხელშეკრულება გაისამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ცალმხრივად გაუწყვიტეს.

პეშიჩი მეორედ "ბარსელონას" 2018 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი, მაგრამ ვერც ჩემპიონი ვერ გახდა და ვერც ევროლიგის ფინალურ ოთხეულში ვერ გავიდა.

პეშიჩმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და გუნდს წარმატებები უსურვა.

როგორც
იცით, მომავალ წელს "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებია და კლუბის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს იმდენად სჭირდებოდა კალათბურთელთა გუნდის გამარჯვება, რომ ვალენსიაში გაემგზავრა და "ბარსასა" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელთა გუნდების შეხვედრას არ დაესწრო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეშიჩს "ჟალგირისის" თავკაცი შარუნას იასიკიავიჩიუსი შეცვლის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული