ამერიკამ ავსტრალია გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-13 დღეს კალათბურთში პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ამერიკა და ავსტრალია დაუპირისპირდნენ. მატჩი აშშ-ის გამარჯვებით, 97:78 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ქულა-ქულაში წარიმართა. მეტიც, შესვენებაზე ავსტრალიელები 1-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ამერიკელებმა მე-3 მეოთხედში მეტოქე 32:10 გაანადგურეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო "ბრუკლინ ნეტსის" ლიდერი კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ავსტრალიის ნაკრებიდან კი პატი მილსი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი
გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა. შეგახსენებთ, გამთამაშებელი რამდენიმე დღის წინ "ნეტსს" შეუერთდა და კევინთან ერთად ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში იასპარეზებს.

ამრიგად, ამერიკა ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა სლოვენიასა და საფრანგეთს შორის დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული