რატიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალს: აშშ-უნგრეთს მოემსახურა

AutoSharing Option
ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალს მოემსახურა. უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დასრულებულ 19 წლამდე გოგონათა მსოფლიოს პირველობაზე რატიშვილი ჯგუფური ეტაპის მატჩებს მოემსახურა, რის შემდეგაც იგი პლეი-ოფის მატჩებზე სამუშაოდ დანიშნეს. აღნიშნული მატჩებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც მომავალმა ჩემპიონმა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 75:42 დაამარცხა მასპინძელი უნგრეთი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ რატიშვილი მიმდინარე ზაფხულში უკვე მეორე მსოფლიოს ჩემპიონატს მოემსახურა. გასულ თვეში მან ლატვიაში გამართულ 19 წლამდე ვაჟთა მსოფლიოს პირველობაზე იმუშავა. ისიც აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ მსოფლიოს პირველობებს შორის რატიშვილი კომისრის რანგში
ფიბას 20 წლამდე ვაჟთა და 18 წლამდე ქალთა ჩელენჯერებსაც მოემსახურა. ორივე ტურნირს საბერძნეთის ქალაქმა ირაკლიონმა უმასპინძლა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული