რატიშვილი ახალ ევროსეზონს ციმბირიდან იწყებს

AutoSharing Option
ფიბა-ევროპამ დაიწყო ახალი საკლუბო სეზონი. 28 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართება ვაჟთა შორის ფიბა-ევროპის თასის 4 საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელთა გამარჯვებულები და კიდევ 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი ითამაშებენ აღნიშნული თასის რეგულარული სეზონის გათამაშებაში.

ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იმართება რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში, სადაც მასპინძელ “ენისეისთან” ერთად ფიბა-ევროპის თასის რეგულარული სეზონის საგზურისთვის იბრძოლებენ უნგრეთის “სეგედი”, ისრაელის “ჰაპოელ ჰაიფა”, გერმანიის “ბაიროითი” და ჩრდილოეთ მაკედონიის “ტფტ სკოპიე”.

ფიბა-ევროპამ აღნიშნული ტურნირის ტექნიკურ დელეგატად მიავლინა მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველია, რომელსაც ფიბას ლიცენზია გააჩნია. შეგახსენებთ, რომ რატიშვილი გასულ ზაფხულს
აქტიურად იყო ჩართული ფიბას საკალათბურთო ტურნირებში და 19 წლამდე ვაჟთა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებს, ასევე, 2 ევროჩელენჯერს მოემსახურა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული