გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 1-ელ დეკემბერს, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წარდგინებით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ განცხადება მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

წყარო: gbf


altვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა


მკითხველის კომენტარები / 2 /
რა განსხვავებაა ვინ იქნება, თუ არ ივარჯიშეს და ფული არ იქნა? ჩემპიონატი რომ განავითარო.გერმანელებს ნოვიტსკი ყავთ, მაგრამ ასწავლა რამე?
sddd
17:14 01-12-2021
3
კითხვა გურასპაულთან: რამ გადაგადწყვეტინათ რომ აღარ გინდათ პრეზიდენტობა?
1. სანიკიძეს უკეთესი პროგრამა აქვს? (გამორიცხულია)
2. ერთიან გუნდში სხვა უფრო დაბალი პოზიციიდან უფრო მეტს შეძლებთ?
3. თქვენ არ გაგიგკვირდებოდათ ნებისმიერ კომპანიაში იქნება თუ ფედერაციაში თუ სხვა რაიმე ორგანიზაციაში პირველი პირი რო აცხადებდეს რო მე მინდა დარჩენა მარა პირველობა აღარ მინდაო ად მეორე ან მესამე კაცობა მინდაო?
გ ა ს ა კ ვ ი რ ი ქვეყანა გვაქვს და თქვენი ეს გადაწყვეტილება ერთი პატარა მარა მაინ დასტურია რომ საერთოდ ბევრი გვიკლია ნორმალურ ქვეყნობამდე. მადლობა ქართულ ოცნებას... (ისე გულის სიღრმეში ჩაიხედეთ და ცოტათი დაფიქრდით რითი გჯობიათ სანიკიძე, ჩემი პასუხია - არაფრით.)
თუ მოტივი ისაა რომ ის მმართველ პარტიაშია და პარლამენტარია და უკეთესად გააკეთებს საქმე, მაშინ კიდევ ერთხელ შემირცხვენია ის ისტემა სადაც კარგი საქმის კეთება თუ გინდა მეოცნებე უნდა იყო. (ნუ უფრო მცოდნე და განათლებული რომ ხართ სანიკიძეზე ეს ხომ ყოველთვის ნათელია იქნება, ოღონდ ამას სერიოზულად ვამბობ. ჰოდა ალბათ სასახლის აშენების შეფერხებაც სანიკიძის სასარგებლოდ ხელოვნურია და ეს ხომ უკვე სტილი დღეს...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული