ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა FIBA-ს პრეზიდენტი ჰამან ნიანგი, FIBA-ს გენერალური მდივანი ანდრეას ზაგკლისი, FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.
FIBA ევროპის ბორდი დაკომპლექტებულია ევროპის კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტებითა და გენერალური მდივნებით, რომელთა შორის ასევე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და ასევე
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის პროცესის ადგილზე გაცნობა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ევრობასკეტ 2022-ის საორგანიზაციო პროცესის მონიტორინგის მიზნით.
FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილული იქნება ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ევრობასკეტი-2022.
საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში და აღამსრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, ახალი მშენებარე დარბაზის მიმართ ინტერესს და ევრობასკეტ 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგს.
gbf
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა
ვაი Ჩვენს პატრონს....
სასცილოა