ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება და ჩატარდა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ვიქტორ სანიკიძეს საერთო საარჩევნო კრების სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრების 39-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად, სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში 100%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

საერთო საარჩევნო კრების დღის წესრიგის მიხედვით, ყრილობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი
პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის სიტყვით გაიხსნა, რომელმაც განვლილ ოთხ წელიწადში ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.

დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხის მიხედვით, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა წარადგინა.

ვიქტორ სანიკიძემ გამგეობის წევრებად ლაშა გამყრელიძე, ოთარ ფაიქრიძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, ვიქტორ სანიკიძე, პაატა გურსპაული, ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით საყვარელიძე, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა ლობჟანიძე, ზვიად კოტრიკაძე და მიხეილ გაბრიჩიძე დაასახელა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივანს დაამტკიცებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
სანიკიძე, სამარცხვინოდ მოექეცი გურასპაულს! კარმა სადღაც წამოგეწევა!
Georgian
01:37 13-12-2021
0
როგორც კობიაშვილმა დაალაგა პარლამენტი და ფეხბურთის ფედერაცია ისე დაალაგებს სანიკიძე კალათბურთის ფედერაციას... ასე რამ გაამწარათ ფულზე ეს ოჯახაშენებულები, მაგრამ ეტყობა ვერ ძღებიან...მოკლედ ვართ სრულ ერთ ადგილში ყველაფერში.ადმინ არ დაბლოკო იცოდე!!!
Maximus
21:12 12-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული