"კალათბურთი იმსახურებს საუკეთესოს" - ვიქტორ სანიკიძის მიმართვა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

ვეცდები, ჩემი გამოცდილება, ცოდნა და მთელი რესურსი მოვახმარო ქართული კალათბურთის განვითარებას და მის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან და კალათბურთის დიდ ოჯახთან ერთად შევძლებთ მრავალი წარმატების მიღწევას.
კალათბურთი იმსახურებს საუკეთესოს."

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პაატა გურასპაულმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, საქართველოს
ნაკრების ყოფილი წევრი პრეზიდენტობის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. შეგახსენებთ, ვიქტორ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის წევრია.

altვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაშინ პარლამენტიდან უნდა წამოხვიდე, თორემ არაფრის მაქნისი იქნები.
zurab
11:10 13-12-2021
1
სანიკიძე კაცი მეგონა
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული