წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს. მემორიალში სუპერლიგის ყველა – 11 გუნდი და ერთიც “ა” ლიგის წარმომადგენელი – “მგზავრები” იასპარეზებს. მონაწილეები 4 ჯგუფში, სუპერლიგის მიმდინარე შედეგებით გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავა და
მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისია”, რომელმაც 2021 წლის 24 იანვარს ფინალურ მატჩში “ვერა” დაამარცხა. მთლიანობაში ქუთაისელებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ოთხჯერ აქვთ მოგებული.
ჯგუფური ეტაპის მატჩები (20, 21 და 22 იანვარი) და ნახევარფინალები (23 იანვარი) თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ნახევარფინალის საგზურებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ფინალურ მატჩს ქუთაისის სპორტის სასახლე 25 იანვარს, 15:00 საათზე უმასპინძლებს.
GBF
ქართველი მსაჯის და კომისრის გზები მოსკოვში გადაიკვეთება
ქართველები ახალგაზრდულ ლიგაში - მოგება და მარცხი
ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ინოვაციური საკალათბურთო მომზადების სექცია Shoot 360 გაიხსნა