ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში მისი შარშანდელი გამარჯვებული “ქუთაისი” გავიდა. იმერულმა კლუბმა ნახევარფინალში დამაჯერებლად – 93:63 დაამარცხა “ბათუმი” და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის ტიტულს დაიცავს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელების სატიტულო მეტოქე “ვერასა” და “მეგას” დაპირისპირებაში გადაწყდება.
ქუთაისელებს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდათ. მართალია, საწყისი პერიოდიც მოიგეს, თუმცა “ბათუმი” სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა და პირველ 2-წუთიან შესვენებაზე სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო. მეორე პერიოდიდან კი იმერულმა კლუბმა თამაშზე სრული კონტროლი
ბათუმელებს სურდათ, თამაშში გარდატეხა შეეტანათ, მაგრამ ქუთაისელთა გონივრული თამაშის გამო ეს ვერ შეძლეს. რაც დრო გადიოდა, იმერული გუნდი უპირატესობას ზრდიდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ტუღუშის გუნდმა 30 ქულის სხვაობით იმარჯვა. ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა – 17 ქულა, 13 მოხსნა. ბომბარდირი სტივენ ფლეჯერი გახდა 18 ქულით. 10 ქულა და 14 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. ბათუმელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 15 ქულა რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზეა.
GBF.GE