რუსულ გუნდებს ევროლიგაზე სახლში თამაში აეკრძალათ

AutoSharing Option
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საკალათბურთო ევროლიგამ რუსეთის გუნდების საშინაო მატჩების ნეიტრალურ მოედნებზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ცსკა-ს, „ზენიტსა“ და „უნიკსს“ სახლში თამაში აეკრძალათ. 27 თებერვალს მოსკოვში ჩასატარებელი ცსკა-სა და „ბარსელონას“ შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

უკრაინაში რუსული აგრესიის გამო VTB ლიგა ესტონეთის „კალევმა“ და პოლონეთის „ზელენა გურამ“ დატოვეს და მეტად ამ ტურნირზე აღარ იასპარეზებენ.

ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიდას გედვილასმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია  დემოკრატიული სამყაროსთვის საშიშია, მთელ მსოფლიოს გაერთიანება მართებს და რუსეთთან და ბელარუსთან კონტაქტებს წყვეტენ. ამ მიღებული გადაწყვეტილებისა და ლიეტუვაში
საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, 25 და 26 თებერვალს არ გაიმართება ჩრდილოეთის ლიგაზე „შიულიაისა“ და „ლიეპაიას“ შეხვედრები რუსულ „ენისეიისთან“ და კრასნოიარსკულ გუნდს უკან დაბრუნება მოუწია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ შეგრცხვათ თქვენი სიტყვების ბიჭებო?შენგელიამ დატოვა კლუბი!
დუდუს და ნოდოს.
26 თებერვალი 2022 15:50
0
ვინმემ შენგელია მომიძებნეთ თუ არ გეზარებატ :)
ნოდო
25 თებერვალი 2022 22:52
3
შენგელია რუსულ ჯარშიც წავა აწი!!!
დუდუ
25 თებერვალი 2022 20:37
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული