ფოტოზე: სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტი ალეკსანდრ ვუჩიჩი და "**ილო"
გუშინ, 8 აპრილს, ევროლიგის 34-ე ტურში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდამ" საკუთარ პარკეტზე თურქული "ანადოლუ ეფესი" დაამარცხა - 93:85. თუმცა, მატჩზე უფრო მნიშვნელოვანი სერბის ფანების საქციელი გამოდგა.
თამაშის მიმდინარეობისას ბელგრადელი გულშემატკივრები ტრიბუნაზე ევროკავშირისა და ნატოს საწინააღმდეგო დროშას აფრიალებდნენ, თან სკანდირებდნენ: "რუსეთი! რუსეთი! სერბეთი-რუსეთი!"
ამ ფორმით უპასუხეს სერბმა ფანებმა "ჟალგირისის" ფანატების საქციელს, რომლებმაც "ცრვენა ზვეზდას" კალათბურთელებს მთელი მატჩის მანძილზე უსტვინეს. ლიტუეველი ფანების აგრესიის მიზეზი მარტივი იყო - მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო ხალხს 1 თვეზე მეტია ხოცავს, სერბმა სპორტსმენებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერის გაშლაზე უარი თქვეს.
შეგახსენებთ, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" ფანები ნაცისტური ღირებულებების განსაკუთრებულად მხარდამჭერები არიან. ისინი ყოველი თამაშის წინ მღერიან ჩანტებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ბლოკადაზე (სარაევოს ბლოკადა), რომელმაც ათიათასობით ბოსნიელის სიცოცხლე შეიწირა...
"რუსეთში მძ**ერშიც მშვენივრად ვცხოვრობთ" - ჰაიკინს რუსებმა უპასუხეს