"რუსეთი! რუსეთი!" - სერბების სამარცხვინო საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტი ალეკსანდრ ვუჩიჩი და "**ილო"

გუშინ, 8 აპრილს, ევროლიგის 34-ე ტურში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდამ" საკუთარ პარკეტზე თურქული "ანადოლუ ეფესი" დაამარცხა - 93:85. თუმცა, მატჩზე უფრო მნიშვნელოვანი სერბის ფანების საქციელი გამოდგა.

თამაშის მიმდინარეობისას ბელგრადელი გულშემატკივრები ტრიბუნაზე ევროკავშირისა და ნატოს საწინააღმდეგო დროშას აფრიალებდნენ, თან სკანდირებდნენ: "რუსეთი! რუსეთი! სერბეთი-რუსეთი!"

ამ ფორმით უპასუხეს სერბმა ფანებმა "ჟალგირისის" ფანატების საქციელს, რომლებმაც "ცრვენა ზვეზდას" კალათბურთელებს მთელი მატჩის მანძილზე უსტვინეს. ლიტუეველი ფანების აგრესიის მიზეზი მარტივი იყო - მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო ხალხს 1 თვეზე
მეტია ხოცავს, სერბმა სპორტსმენებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერის გაშლაზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" ფანები ნაცისტური ღირებულებების განსაკუთრებულად მხარდამჭერები არიან. ისინი ყოველი თამაშის წინ მღერიან ჩანტებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ბლოკადაზე (სარაევოს ბლოკადა), რომელმაც ათიათასობით ბოსნიელის სიცოცხლე შეიწირა...

alt"რუსეთში მძ**ერშიც მშვენივრად ვცხოვრობთ" - ჰაიკინს რუსებმა უპასუხეს

მკითხველის კომენტარები / 56 /
კოსოვოს დამოუკიდებლობას რო მხარი დაუჭირა აშშმ და ნატომ მის მერე ეზიზღებათ სერბებს მაგათი უუნარო და უაზრო პოლიტიკა
irakli
11:50 09-04-2022
13
ვიღაც ზედმეტად “პატრიოტს” აქ სერბი გულშემატკივრების საქციელი არ მოეწონება , მაგრამ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე მათი ჟესტი გასაგებია. ამერიკა ნატოს ჯარებმაც ქნეს იგივე სერბეთში რასაც რუსები შვებიან დღეს უკრაინაში. მძინარე ქალაქი ბელგრადი დაბომბეს და მანდაც არნახული იყო მახვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
მიშკა
15:04 09-04-2022
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული