სერბებმა რუსეთის ქმედებები არ დაგმეს, ევროლიგამ კი ლიეტუველები დასაჯა - სკანდალის გაგრძელება

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგამ კაუნასის "ჟალგირისი" "საზოგადოების უპატივცემულო ქცევისთვის“ 1000 ევროთი დააჯარიმა და ლიეტუვური კლუბი "არასაკმარისი პრევენციული მეთოდების" შესახებ გააფრთხილა.

3 აპრილს "ჟალგირისსა" და ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" შორის მატჩი მტრულ ატმოსფეროში წარიმართა. სერბული კლუბის მოთამაშეებმა შეხვედრის წინ უკრაინის ომის დაგმობის პლაკატის განთავსებაზე უარი განაცხადეს.

"ცრვენა ზვეზდას" გულშემატკივრები, რომლებმაც კაუნასში იმოგზაურეს, ომის საწინააღმდეგო კამპანიის დროს უსტვენდნენ, ხოლო "ჟალგირისის" ფანებმა პუტინის საწინააღმდეგო სიმღერა ჩაწერეს. მოგვიანებით სკანდირებდნენ, რომ "სერბები რუსები არიან“ და ნატოს დროშა ააფრიალეს.

საბოლოოდ, დარბაზში ემოციები იმდენად გაცხელდა, რომ ლიეტუვის პოლიციამ სერბი გულშემატკივრები
აიძულა, დარბაზი დაეტოვებინა და აეროპორტამდე გააცილა.

მეორე დღეს "ცრვენა ზვეზდამ" განცხადება გაავრცელა, სადაც კაუნასელი გულშემატკივრების პროვოკაცია დაგმო და განაცხადა, რომ მასპინძლებს რამდენიმე დღით ადრე აცნობეს, რომ სერბულ კლუბს არ სურდა, უკრაინაში ანტისაომარ ოპერაციაში მონაწილეობა მიეღოთ.

"ეს იყო პოლიტიკური შოუ და არა სპორტი და სერიოზულად არღვევდა ევროლიგისა და კალათბურთის ძირითად პრინციპებს", - ესაა ამონარიდი კლუბის ვებსაიტზე გამოქვეყნებული წერილიდან, "ჟალგირისის" მკაცრად დასჯის მოთხოვნით.

შეგახსენებთ, სერბების საქციელს უკმაყოფილება თურქულ "ეფესთან" შეხვედრის დროსაც მოჰყვა.

მომზადებულია sport.delfi-ს მიხედვით


alt"რუსეთი! რუსეთი!" - სერბების სამარცხვინო საქციელი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
რუსეთში მცხოვრები უკრაინელები ხმას არ იღებენ და თქვენ სერბებისგან გიკვირთ?
დავით 67
20:59 17-04-2022
2
კახაბერი

მრავალტანჯული სერბი ხალხის დაცვა, რომ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის გამართლება ჰგონიათ, სწორეთ ასეთ ადამიანებს აქვთ მენტალური პრობლემები. აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებებს რაც შეეხება, თითოეული მათგანის თაობაზე ვიცი (სოხუმი, გაგრა, კოჩარა, ახალდაბა, ოჩამჩირე, არადუ, ვარჩე......ღამეები მაქვს გათენებული ახალი მასალების და დეტალური ცნობების მოძიებაში) და შენ თუ გაქვს საკმარისი ცოდნა აფხაზეთის ან სამაჩაბლოს კომფლიქტზე? (ბალკანეთის ქვეყნების ისტორიაში "კარგად" ყოფილხარ გათვიცნობიერებული და საკუთარი ქვეყნის "ორ რეგიონზე" შეგიძლია რაიმეს თქმა?! (ზოგადი დაზეპირებული ფრაზების გარდა))
ლაშა LSR
02:33 17-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული