"ტვირთი 200" - უკრაინაში ორი რუსი კალათბურთელი მოკლეს

AutoSharing Option
უკრაინაში ბურიატიიდან ოკუპანტ რუსული არმიის რიგებში მებრძოლი ორი კალათბურთელი მოკლეს, - იტყობინება war.obozrevatel-ი.

ზაბაიკალსკიში დაბადებული დმიტრი ლაგუნოვი კარიერის პიკისას ულან-უდეში, მერე კი "ლარასა" და ადგილობრივ "დინამოში" თამაშობდა.

ნიკოლაი ბაგროვი თავის დროზე ბურიატიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, ლაგუნოვთან ერთად "დინამოში" ასპარეზობდა, ხოლო შემდეგ "ბაიკალის" სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.

ისინი, სავარაუდოდ, ულან-უდეს მე-18 გვარდიული სადესანტო ბრიგადის კონტრაქტორები იყვნენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ "ტვირთი 200" შეავსეს.

საერთოდ, უკრაინაში შეჭრილ რუსულ არმიაში იშვიათად ნახავთ მოსკოველს ან სანქტპეტერბურგელს, უფრო გაჭირვებული რეგიონების წარმომადგენლები მსახურობენ - ძირითადად, ბურიატიიდან,
ტუვიდან და დაღესტნიდან. ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებიდან თავიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული მებრძოლი სიხარულით წავიდა, მაგრამ იგრძნეს რა საშიშროება, უმრავლესობა უკან გაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი ათასად! ბარაქა საღორეთო!
ანდუყაფარი
09:38 03-08-2022
8
მიჰყვეს პატრონი (პუტინი)!
ბესო შიოშვილი
01:00 03-08-2022
11

სიახლეები პოპულარული