ვოლმა გულწრფელად ისაუბრა და აღიარა, რომ რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში რთული პერიოდი იდგა და სუიციდზეც კი ფიქრობდა.
"ერთ მომენტში უბრალოდ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. აქილევსის მყესი გავიწყვიტე, ვარჯიშს ვერ ვახერხებდი, დედა გარდამეცვალა, ერთი წლის შემდეგ ბებიაც დავკარგე... კოვიდის პერიოდში დედის გვერდით მის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიყავი, 3 დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმლით დივანთან ვეჯექი, უბრალოდ არ შემეძლო მარტო დამეტოვებინა.
ზოგჯერ ფიქრობთ, რომ სირთულეების გადალახვა არ შეგიძლიათ, დახმარებაზეც უარს ამბობთ. იპოვეთ თერაპევტი! მე ეს
ამერიკელი გამთამაშებლის განცხადებას გამოეხმაურა NBA-ს ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი.
"ჯონ, შენით ვამაყობ!" - დაწერა ჯეიმსმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით