"კიდევ შევხვდებით, ვნახოთ, გაბედავს თუ არა იმავეს" - მაჰმუთოღლუ შენგელიას ემუქრება

AutoSharing Option
"ფენერბაჰჩეს" კალათბურთელმა მელიჰ მაჰმუთოღლუმ უცხოურ გამოცემა Eurohoops-თან განვლილი სეზონის შესახებ ისაუბრა. 32 წლის მოთამაშემ ევრობასკეტიც გაიხსენა და თორნიკე შენგელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

მაჰმუთოღლუს თქმით, შენგელია გასახდელში მომხდარი ინციდენტის გამო აუცილებლად უნდა დაისაჯოს და სეზონის განმავლობაში მის წინააღმდეგ თამაშს ელის.

"საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ თორნიკე შენგელიასთან არ მისაუბრია. როდესაც მომხდარის შესახებ გავიგე, შოკში ჩავვარდი, მისგან ამგვარ ქმედებას არ ველოდი. სწორად არ მიმაჩნია ტრავმირებული მოთამაშისგან მოწინააღმდეგის გასახდელში ჩხუბის მოწყობა. ვფიქრობ, ამისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. კადრები არ მინახავს, თუმცა, რაც კორკმაზისგან შევიტყვეთ, ყველაფრის
გვჯერა. არ ვიცი, შენგელიასა და ბითაძეს რა უნდოდათ.

წინ გრძელი სეზონი გველის და დარწმუნებული ვარ, ისევ შევხვდებით. ვნახოთ, გაბედავს თუ არა შენგელია იმავეს, რაც საქართველოში გააკეთა. სპორტში ასეთი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და მოედანზე მომხდარი გაუგებრობა იქვე უნდა დარჩეს. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა" - განაცხადა მაჰმუთოღლუმ.

შეგახსენებთ, 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 88:83 დაამარცხა, მატჩის მიმდინარეობისას კი დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მსაჯმა ორივე კალათბურთელი გააძევა, შელაპარაკება კი გასახდელში გაგრძელდა.



მკითხველის კომენტარები / 19 /
ერთ ადგილის თამაში რომ დაიწყე - მაგისათვის დ ა ი ს ჯ ე ბ ი შე ქათმი ტვინა შენ ...კალათბურთს სამუდამოდ დაივიწყებ!!!
კახაბერი
05 ოქტომბერი 2022 22:27
0
და სანაძე და ბითაძე? ეგენი როდის უნდა გალახო?
გივი
05 ოქტომბერი 2022 13:42
0
დაუკრეფავებში გადავიდნენ ესენი და კალათბურთის ფედერაცია ხომ კარგად ხართ??უჩივლედ მუქარისთვის ფიბაში და ევროლიგაში!!!!!
საბა
05 ოქტომბერი 2022 12:38
0
მხარმოტეხილმა და ცალხელა კაცმა თუ ამხელა ვერძილები გცემათ, ჯანმრთელი რას გიზამთ?
თენგაბი
05 ოქტომბერი 2022 10:51
1
ჯიგარი ხარ.
საღოლ შენგელ
05 ოქტომბერი 2022 03:10
1
ეს სტატია სადაც დაიბეჭდა, ბერძნული გავლენიანი საკალათბურთო გამომცემლობაა,ანუ ისინიც თურქებს ემხრობიან?!
ირაკლი
05 ოქტომბერი 2022 03:00
2
დედაც მოგე@@@@ბა
....
05 ოქტომბერი 2022 01:31
2
შენგელიას თითი დაედება და მაჰმუთოღლუს წითელი აენთება. გადაეცით, სანამ ლამაზია ჭკვიანად იყოს!
Რაგბის ფანი
05 ოქტომბერი 2022 01:21
2
წაი ბიძია სახში, სანამ ჩამოგკიდა კალათზე ყურებით.D
გოგი
05 ოქტომბერი 2022 00:46
1
ესენი აფხაზეთში რომ ივაშკაცეს იმათზე უფრო უარესი ნაროდია......
კახა ქ.
04 ოქტომბერი 2022 23:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული