ევროლიგის მე-3 ტურში "ანადოლუ ეფესმა" "ვალენსიას" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 92:91 დასრულდა.
თამაშის ბოლო 5 წუთი ქულა-ქულაში წავიდა, რის გამოც გულშემატკივარმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იხილა, დანარჩენი ვიდეომიმოხილვაში შეგიძლიათ იხილოთ.
თურქების მხრიდან ვასილი მიჩიჩმა 22 ქულა, 2 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ვილი კლაიბურნმა აქტივში 18 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაეცმა მიითვალა.
ესპანური გუნდის შემადგენლობიდან ბოიან დუბლევიჩმა აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, ეფესი 1 მოგებითა და 2 წაგებით მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, ბერლინის "ალბას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ვალენსია" იმავე შედეგით მე-13 პოზიციაზეა, 20 ოქტომბერს კი გათამაშების ლიდერ "ფენერბაჰჩეს" (3:0) შეხვდება.