18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონის 8 წევრი საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად გამოვლინდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები ცნობილია. ტურნირში, რომელშიც 25 გუნდი მონაწილეობდა, მთავარი მიზანი 8 საუკეთესოს გარკვევა იყო, რომლებიც 18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონის საგზურებს მოიპოვებდნენ. შესაბამისად, საგზურის მფლობელი 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც კვოტირებით რეგიონების გუნდები დაემატებიან და აღნიშნული ასაკის A დივიზიონში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ 16-მა გუნდმა 8 საგზურისთვის ბრძოლა პლეი-ოფში განაგრძო. ჩატარდა ერთი, 2-მატჩიანი რაუნდი, რომლის გამარჯვებულებმაც A დივიზიონის საგზურები მოიპოვეს. ყველა წყვილში ერთ-ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო და ამ გუნდებმა სერიის ორივე მატჩი მოიგეს. მხოლოდ ერთ
წყვილში შედგა დიდი ბრძოლა და სერია ერთობ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საუბარია "ჰიუნდაი 2"-ისა და "ბრუკლინის" დაპირისპირებაზე. ჰიუნდაელებმა პირველი მატჩი 12 ქულით – 72:60 მოიგეს, თუმცა მეორეში 13 ქულით – 59:72, წააგეს და A დივიზიონის მიღმა დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ "ჰიუნდაი 1"-მა თავისი სერია "თბილისი ბასკეტთან" დათმო.

წარმოგიდგენთ იმ 8 გუნდს, რომლებმაც საკვალიფიკაციოს შედეგად A დივიზიონის საგზურები მოიპოვეს:
ოვერტაიმი 1, მაკაბი, ორბი, დინამო, ვინგსი 1, ზაზა 1, თბილისი ბასკეტი 1, ბრუკლინი

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი (20-წლამდელების გარდა) სრულიად ახალი ფორმატით ჩატარდება და მას ერთი ორგანიზატორი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეყოლება. 

14, 16 და 18-წლამდელთა გათამაშება დაყოფილი იქნება A, B და C დივიზიონებად. A დივიზიონი იქნება უმაღლესი ლიგა, სადაც 14 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და თითოეულ სკოლას მასში ერთ გუნდზე მეტის გამოყვანა არ შეეძლება. სადებიუტო სეზონში, ანუ მიმდინარე სეზონში, A ლიგაში კვოტირებით მოხვდებიან რეგიონის გუნდები, დანარჩენი ადგილები კი საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება. ის გუნდები, რომლებიც A ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, B ლიგაში იასპარეზებენ. ხოლო თუკი გუნდების რაოდენობა დიდი იქნება, B ლიგის საგზურებიც საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება და B-ში ვერ მოხვედრილი გუნდები C დივიზიონში ითამაშებენ.

მომავალი წლიდან A დივიზიონში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი აღარ ჩატარდება. მასში ასპარეზობის უფლებას გუნდები B დივიზიონში წარმატებული თამაშით მოიპოვებენ.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი 18 წლის ბავშვი ზის სახლში 207სმ სიმაღლის.....6. წელი მესმოდა სუსტია სუსტიაო...თურმე არ ავარჯიშებდნენ იმიტომ რომ ფულს არ ვაძლევთ მწვრთნელებს...207 ბავშვის მამას ფულს რომ მოთხოვ მიტო გვაქ საქმე კარგად...ან რატო უნდა მიმეცა
მოქალაქე
13:00 06-01-2023
0

სიახლეები პოპულარული