ევროლიგის 21-ე ტურში "ბასკონიამ" "ეფესს" უმასპინძლა და 114:111 დაამარცხა. გულშემატკივარმა ბრწყინვალე მატჩი იხილა, ძირითადი დრო 98:98 დასრულდა, ოვერტაიმში კი ესპანელებმა გაიმარჯვეს.
"ბასკონიას" მხრიდან მატ კოსტელომ გუნდს 33 ქულა (11/16), 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
დარიუს ტომპსონმა 19 ქულა (5/11), 6 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
თურქების შემადგენლობიდან შეინ ლარკინმა თავი 21 ქულით (7/13), 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
როდრიგო ბობოამ და ვასილი მიჩიჩმა 19-19 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "ბასკონია" 12 მოგებითა და 9 წაგებით მე-6 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 31 დეკემბერს, "ოლიმპია მილანოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ეფესი" 10 გამარჯვებითა და 11 მარცხით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ თებერვალს კი კაუნასის "ჟალგირისს" შეხვდება.