B კატეგორიის ლიცენზია რანგით მეორეა არსებულ ლიცენზიებს შორის და მისი მფლობელი 14-დან 20-წლამდელთა გუნდებში მუშაობისა და სამწვრთნელო საქმიანობის ოფიციალურ დონეზე განხორციელების უფლებას იღებს. თუ აღნიშნულ ლიცენზიას არ ფლობს, მწვრთნელებს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გაძღოლის უფლება არ ექნებათ. მწვრთნელებმა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდებში მონაწილეობისთვის წინასწარი, ონლაინრეგისტრაცია გაიარეს, რომელიც
დღევანდელ გამოცდებს დაესწრნენ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ხელმძღვანელი ნოდარ ავალიშვილი, მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და დამსახურებული მწვრთნელი, გელა წულაძე. საგამოცდო ბილეთები მთლიანად შემდგარი იყო დიაგრამებისგან, რომლებშიც მაქსიმალურად იყო თავმოყრილი ის ტაქტიკური და სავარჯიშო კომპონენტები, რაც აღნიშნული ასაკის კალათბურთელების გასაწვრთნელად არის საჭირო.
გამოცდების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც შევიტყობთ, თუ რამდენი B კატეგორიის ლიცენზიანტი მწვრთნელი შეემატება ქართულ კალათბურთს.
GBF