16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მეორე წრის თამაშები დაიწყო

AutoSharing Option
მცირე პაუზის შემდეგ განახლდა საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის მიზანიც A ლიგის წევრთა შერჩევა და ასევე B ლიგაში გუნდების გადანაწილებაა. ის გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან უმაღლეს (A) ლიგაში, B ლიგაში იასპარეზებენ, თუმცა აქაც ადგილები შეზღუდულია და თუკი გუნდები საბოლოოდ საჭირო ადგილს ვერ დაიკავებენ, C ლიგაში მოუწევთ ასპარეზობა.

16-წლამდელთა უმაღლეს, A ლიგაში 14 ადგილია, საიდანაც 4 რეგიონების გუნდებს კვოტირებით აქვთ მიღებული. საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილე 47 გუნდი დარჩენილი 10 ადგილისთვის იბრძვის, რომლებსაც წარმატებული გუნდები შემდეგნაირად მიიღებენ: არსებული 12 ჯგუფის საუკეთესო 8
პირველადგილოსანი A ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის 8 გუნდი პლეი-ოფში იბრძოლებს. ეს 8 გუნდი იქნება 4 უარესი შედეგის მქონე პირველადგილოსანი და 4-იც საუკეთესო მეორეადგილოსანი.

პლეი-ოფს პირველ წრეში (მეოთხედფინალში) გუნდები ითამაშებენ 2-მატჩიან სერიებს და შემდეგ რაუნდში გადავლენ. ნახევარფინალიც 2-მატჩიანი იქნება და გამარჯვებულ 2 გუნდს A ლიგის საგზურები ერგებათ. B ლიგაში 24 ადგილია. ანუ ამ ადგილებს შეავსებენ საკვალიფიკაციო ჯგუფებიდან პლეი-ოფში გასული, მაგრამ A ლიგაში ვერმოხვედრილი 6 გუნდი, რომლებსაც დაემატებათ ჯგუფებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით მომდევნო ადგილებზე გასული გუნდები. მეტად გასაგებად რომ ვთქვათ, B ლიგის საგზურები ერგება საკვალიფიკაციოში მე-11-დან 34-ე ადგილის ჩათვლით გასულ 24 გუნდს.

მეორე წრის დასრულების შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, A ლიგის 8 საგზურის მფლობელი გაირკვევა, ხოლო მომდევნო ადგილებზე გასული 8 გუნდი დარჩენილი 2 საგზურისთვის პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული