მოსკოვში კავკასიელებმა რუს კალათბურთელს სასტიკად სცემეს

AutoSharing Option
ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 34 წლის კალათბურთელ ალეკსეი შვედს მოსკოვის ცენტრში კავკასიელები თავს დაესხნენ და სცემეს, - იტყობინება "მოსკოვსკი კომსომოლეცი".

გამოცემის ცნობით, შვედი "რესტორან" "ჯუნში" ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. იქვე დაბადების დღეს კავკასიელები აღნიშნავდნენ. დაახლოებით 23:00 საათზე ალეკსეიმ დაწესებულება დატოვა, ქუჩაში კი კონფლიქტი მოხდა და კალათბურთელმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაცემისას შვედმა თავი დაარტყა, სისხლი მოსდიოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქ არ გაჩერდა
და სახლში დაბრუნდა, თუმცა შემდეგ კერძო კლინიკაში წაიყვანეს და ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს. მას ქალა-ტვინის ძვლის ღია მოტეხილობა, ეპიდურული ჰემატომა და რეტროგრადული ამნეზია აქვს და პრაქტიკულად არ ახსოვს, რა მოხდა.

შვედი ადრე "მინესოტაში", "ფილადელფიაში", "ჰიუსტონსა" და "ნიუ იორკში" თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზოგი რატო ფიქრობს რომ რახან კავკასიელია , ესეიგი ქართველია! / აი უყურე , აი მთა ხოა, აი ამ მთას ხო აქ სამხრეთით ფერდი, ხოდა ბუნებრივია მეორე მხარესაც აქ მთას ეს ფერდი, ხოდა ბუნებრივია ჩრდილოეთის მხარესაც კავკასია ქვია, ჩრდილოეთით კოდე იმდენი გამსხვქვებული ჯიშის კავკასიეი ცხოვრობს რომ მეეჭვება რაღაც მაგ ჩხუბში ყოფილიყო ქბსოლიტურად ყველა ჯიშის კავკასიელი.
Vasili
09:30 03-05-2023
0
ეს როგორ ცემეს რუსს მაინც გავდეს, არც რუსს გავს და არც შვედს
6

სიახლეები პოპულარული