3 მაისს დიღმის არენაზე 16-წლამდელთა B ლიგის თამაშები გაიმართა

AutoSharing Option
კიდევ ორმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელშიც ჯამში 48 გუნდი (24 თითოეულში) მონაწილეობს. 3 მაისს დიღმის არენაზე 16-წლამდელთა B ლიგის თამაშები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში A ლიგა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. რაც შეეხებათ 14-წლამდელებს, B ლიგის თამაშები სტარტს ხვალიდან აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ პირველი სეზონი, როცა ასაკობრივი ჩემპიონატები ახალი სისტემით ტარდება, რომელშიც A ყველაზე ძლიერი, უმაღლესი ლიგაა და მისი გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება. შემდეგ მოდის B ლიგა და შემდეგ არის C.

16
და 14-წლამდელთა B ლიგებში გუნდების რაოდენობაც იდენტურია და გათამაშების ფორმატიც. აღნიშნულ ჩემპიონატებში მონაწილე 24-24 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში (მეოთხედფინალში) 2-2 საუკეთესო გადის. ფინალის გარდა, ყველა საპლეიოფო სტადიაზე სერია 2-მატჩიანია. B ლიგების ფინალური სერია კი 2 მოგებამდეა.

14 და 16-წლამდელთა ლიგების გამარჯვებული გუნდები მომავალი სეზონის A ლიგის საგზურებს მიიღებენ (A ლიგაში ბოლო, მე-14-ადგილოსნებს ჩაანაცვლებენ). ფინალში დამარცხებული და მე-3-ადგილოსანი გუნდები, შესაბამისად, A ლიგის მე-13 და მე-12 ადგილების მფლობელებს საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდებიან A ლიგის კიდევ 2 საგზურისთვის.

აღსანიშნავია, რომ B ლიგის ის გუნდები, რომელთა საკალათბურთო სკოლასაც A ლიგაში უკვე ჰყავს წარმომადგენელი, თუ უმაღლესიდან არ გამოვარდებიან, მეორე გუნდით A ლიგაში ვერ გადავლენ. ასეთი გუნდები B ლიგის პლეი ოფს ბოლომდე ითამაშებენ საპრიზო ადგილების დასაკავებლად, თუმცა A ლიგის საგზური რიგითობით იმ მომდევნო გუნდს ერგება, რომელიც უმაღლესში ანაცვლების კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული