ფინალი 3 მოგებამდე იქნება. საჩემპიონო სერიის ყველა შეხვედრა თბილისში გაიმართება 12, 13, 14 და თუ საჭირო გახდა 16 და 17 მაისს. შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბოისას
რაც შეეხება ქუთაისში 8 მაისს გამართულ შეხვედრას, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გიორგი პირტახიას და საბა სვანიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით – 21:20 მოიგეს, თუმცა მეორეში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს. ვინგსმა ლიდერობა მოიპოვა, თუმცა წინ საიმედოდ გაჭრა ვერ მოახერხა. თამაში ბრძოლაში გაგრძელდა. მასპინძლები მესამე პერიოდში დაწინაურდნენ, წინ 6 ქულითაც გაიჭრნენ – 48:42. მაგრამ სტუმრებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება და ამჯერად ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს.
ვინგსში საუკეთესო შედეგი ირაკლი ახალაიამ დააფიქსირა – 17 ქულა, 14 მოხსნა, 4 დაფარება. 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ქუთაისში გაზრდილმა, თუმცა ვინგსში ამ სეზონის წინ გადასულმა გიორგი ნიკოლაევმა. 14 ქულა და 6 პასი ნიკოლოზ გურგენიძემ მოაგროვა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო ლუკა გორგოძე – 19 ქულა, 6 მოხსნა. 12 ქულა და 7 მოხსნა ეგნატე გაგოშიძემ მოაგროვა.
GBF