მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ნიკა ბიწკინაშვილის სამქულიანმა თსუ-ს ლიდერობა დაუბრუნა, რის შემდეგაც თსუ-მ მეტოქის შეტევა ჩაშალა და გამარჯვება გაინაღდა. მთელი შეხვედრის მანძილზე ბრძოლა გარდამავალი იყო. გუნდები შედეგიანად პაუზებით თამაშობდნენ, შესაბამისად, ლიდერიც პერიოდულად იცვლებო
თსუში 13-13 ქულით ალექსანდრე გოგოლაშვილი და გიორი ჭედია გამოირჩნენ. 10 ქულა შალვა მეტონიძის ანგარიშზეა. გთუნიში 14 ქულით, 8 პასითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებოვი. 15 ქულა და 10 მოხსნა გიორგი ფურცელაძის ანგარიშზეა.
დღესვე გაირკვა სტუდენტური ლიგის მე-8 მონაწილე, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდის მომგები სამედიცინო უნივერსიტეტია. თსსუ მე-4 გუნდად დაემატა B ჯგუფს, ხოლო A ჯგუფშიც 4 გუნდია.
A ჯგუფი: თსუ, გთუნი, აწსუ, სტუ
B ჯგუფი: სეუ, აგრარული, სპორტუნი და თსსუ
გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც ყველა მათგანი პლეი ოფში გავა და ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდება. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონი გახდება და მომდევნო, 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს „ა“ ლიგაში იასპარეზებს, სადაც შესაბამის დაფინანსებას მიიღებს და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს!
სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩი 12 მაისს გაიმართება აგრარული და სპორტის უნივერსიტეტების გუნდებს შორის.
GBF