თბილისი ბასკეტმა ვინგსს ფინალური სერია გაუთანაბრა

AutoSharing Option
17 მაისს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გამოვლინდება. ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი თბილისი ბასკეტსა და ვინგსს შორის გაიმართება და ხსენებულ ასაკში ქვეყნის საუკეთესო გუნდს გამოავლენს.

შესაძლებელი იყო, მე-5 მატჩის გამართვა საჭირო არ გამხდარიყო, რადგან დღეს, თბილისი არენაზე გამართულ სერიის მე-4 მატჩს ვინგსი დამარერებლად იგებდა. ბოლო პერიოდის დაწყებამდე ვინგსი 17 ქულით – 62:45 იგებდა. ეს ის სხვაობაა, რომლის ერთ პერიოდში გაბათილება ძალიან რთული, თუმცა შესაძლებელია. ანატოლი ბოისამ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და სწორედაც მოიქცა. თბილისი ბასკეტის მწვრთნელმა მთავის მოთამაშეებს
დაცვაში თამაში მოსთხოვა და როცა ამ კომპონენტში გუნდმა ხეირი ნახა, შეტევაში გზაც თავისთავად გაიხსნა.

მეოთხე პერიოდის საწყისი 8 წუთი თბილისი ბასკეტმა 20:0 (!) მოიგო და 17-ქულიანი ჩამორჩენა 3-ქულიან ლიდერობად აქია – 65:62. თამაში ისე დასრულდა, ვინგსმა ბოლო პერიოდში თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო. ოთხივე ქულა, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. ბოლო წამებზე დაწინაურებულმა თბილისი ბასკეტმა მოგება ხელიდან აღარ გაუშვა – ბოლო, საკვანძო საჯარიმოები, დასრულებამდე 4 წამით ადრე ოთარ ხუჭუამ ჩააგდო და ბოისას გუნდს გამარჯვება გაუნაღდა 69:66 (სტატისტიკა).

თბილისი ბასკეტში 28 ქულით საუკეთესო იყო ანდრია მგელაძე. 13 ქულა ლევან კვირიკაძემ, ხოლო 11 – ოთარ ხუჭუამ მიითვალეს. ვინგსში გრანდიოზული სტატისტიკა გქონდა ირაკლი ახალაიას – 12 ქულა, მოხსნა, 7 პასი და 7 დაფარება. 22 ულა და 12 მოხსნა გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზე დაგროვდა.

ასე და ამგვარად, 17 მაისს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, ჩემპიონი გამოვლინდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული