შეხვედრას ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის საკალათბურთო კლუბ "ივერიონის" ხელმძღვანელობა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საკალათბურთო წრე გაიხსნა, რომლის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის თბილისიდან
ანალოგიური პროფილის საკალათბურთო გუნდის ხელმძღვანელები გამოცდილების გასაზიარებლად სტუმრობდნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის აუტისტური სპექტრის მქონე შშმ პირთა გუნდის წევრებს სპორტული ფორმები და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
GBF