16-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი-ოფისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს

AutoSharing Option
16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მიიღებს, რეგულარული ჩემპიონატი სრულდება. ჩასატარებელი 12 ტურიდან უმეტესობას 10-11 მატჩი აქვს გამართული. ჩვენ საკვანძო მომენტებზე შევაჩერებთ ყურადღებას – იქ, სადაც პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა უნდა გაირკვეს.

შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4-4 საუკეთესო გადის. A ჯგუფში "აკადემია" და "ოვერტაიმი" პლეი-ოფში გასულები არიან, ხოლო კიდევ 2 საგზურისთვის 3 გუნდი – "თბილისი ბასკეტი", "თელავი" და "დინამო" იბრძვიან. უპირატეს სიტუაციაში "თბილისი ბასკეტია", რომელსაც 10 მატჩიდან 6 მოგება აქვს მოპოვებული. თელაველებს და "დინამოს" კი 9-9
მატჩი აქვთ ჩატარებული და კახელებს "დინამოზე" ერთით მეტი – 5 მოგება აქვთ მოპოვებული.

B ჯგუფში სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მატჩები დღეს გაიმართა. "ჰიუნდაის" და "რუსთავს" პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის "ზაზა", "ბრუკლინი" და "ქუთაისი" იბრძვიან. დღეს "ზაზას აკადემიამ" ქუთაისში მოიგო, რითაც უშუალო კონკურენტს პლეი-ოფში გასვლის შანსები ძალიან შეუმცირა, ხოლო "ბრუკლინმა" "ვინგსს" სძლია და მეოთხედფინალში გამსვლელ, მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

"ბრუკლინზე" ერთი წაგებით ნაკლები აქვს "ქუთაისს", თუმცა ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ბრუკლინელებს აქვთ. "ქუთაისს" 2 მატჩი აქვს დარჩენილი ლიდერ "ჰიუნდაისთან" და მეორეზე მყოფ "რუსთავთან" და "ბრუკლინს" რომ პლეი-ოფში შეასწროს, ორივე მოგება სჭირდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული