"ჰიუნდაიმ" ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანა და საამაყო გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი 13 ქულით წააგო და რაკი გათამაშების ფორმატის თანახმად, საპლეიოფო სერიები 2-მატჩიანია, საპასუხო შეხვედრაში ამ სხვაობის ამოღება და მეტით მოგება სჭირდებოდა. ეს ამოცანა "ჰიუნდაიმ" შეასრულა, მეტოქე 20 ქულით
ფინალური სერიის პირველი მატჩის შემდეგ კვლავ 13-ქულიანი დეფიციტი აქვს "ჰიუნდაის". "რუსთავმა" საჩემპიონო სერიის პირველი შეხვედრა საკუთარ დარბაზში, მხურვალე ქომაგობის თანხლებით, 80:67 (სტატისტიკა) მოიგო. "ჰიუნდაიმ" დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, მაგრამ ვერას გახდა 2 უკანახაზელის – დათა ვაშაკიძისა და ლუკა ტაბაღუას წინააღმდეგ. განსაკუთრებით ტაბაღუას გარჯაა გამოსარჩევი, რომელმაც ოთხმაგი დუბლი შეასრულა – 27 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი, 10 ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ტაბაღუამ წინა მატჩში, "ქუთაისთან", სამმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი), თუმცა ის მომდევნო, ფინალური სერიის მატჩშივე გააუმჯობესა, რაც რეალურად ძალიან იშვიათი და ღირებული შედეგია.
რუსთაველთაგან ბომბარდირი დათა ვაშაკიძე გახდა 32 ქულით, გიორგი გოგოლაძემ 9 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. "ჰიუნდაიში" 23 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ჭირაქაძე. 16 ქულა თეიმურაზ ხუჭუას ანგარიშზეა.
საპასუხო შეხვედრა, რის შემდეგაც ჩემპიონი გამოვლინდება, 4 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18:30 საათზე გაიმართება.
GBF