3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა ბელგრადის ჩელენჯერში იასპარეზა და ამ მაღალი დონის ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია, რაც ბოლო წლებში ქართული კლუბებისთვის საუკეთესო შედეგია. საქართველოში ჩატარებული Geotour2023-ის გამარჯვებულები გახდნენ მიქაელ უგრეხელიძე, ირაკლი გლუნჩაძე, ლუკა გიორგაძე და საბა გეგუჩაძე, რომლებიც Groot-ის სახელით ასპარეზობდნენ. გამარჯვებულისთვის დაწესებული 3000 ლართან ერთად გუნდმა ბელგრადის მასტერსის საგზური მიიღო, რომელშიც მონაწილეობა 11 სექტემბერს “”ვერას” სახელით მიიღო.
ტურნირი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ. ყველაზე დაბალი რეიტინგის 6 გუნდი ძირითადი ტურნირის 2 ადგილისთვის იბრძოდა. ვერა საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვ
და ბერძნულ Alimos-თან და შვეიცარიულ Bex-თან. ორივე ამ გუნდს ქართველებმა მოუგეს და ძირითად ტურნირზე მოხვდნენ. ვერამ შვეიცარიულ კლუბს 19:16 მოუგო, ხოლო ბერძნებს – 19:14.
ბელგრადის ჩელენჯერის ძირითად ტურნირში 12 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ვერა მოხვდა უძლიერეს ლატვიურ (რიგა) და სერბულ (პარტიზანი) გუნდებთან. ჩვენმა გუნდმა ორივე მეტოქესთან ერთნაირი ანგარიშით -12:22 წააგო და ტურნირი დაასრულა. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 1 საუკეთესო გავიდა და ეს საგზური ჩვენი ჯგუფიდან პარტიზაბმა მოიპოვა, რომელმაც ფიცხელ ბრძოლაში რიგას 21:19 მოუგო.
ვერამ ბელგრადულ ჩელენჯერში ასპარეზობა 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.
GBF