მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში დღემდე 400-მდე მწვრთნელს მიენიჭა C კატეგორიის ლიცენზიები. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება და პირველი მოსამზადებელი კურსი 14 წლამდე კალათბურთელებთან მუშაობის, C კატეგორიის ლიცენზიის სემინარებს მოიცავს.
მეორე ეტაპის შედეგად გაიცემა B კატეგორიის ლიცენზიები, რომელიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა საჭირო, ხოლო მესამე ეტაპი, უმაღლესი დონის, A კატეგორიის ლიცენზირებაზე ორიენტირდება.
ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გამართულ დღევანდელ სემინარებში, როგორც თბილისიდან ასევე სხვადასხვა რეგიონიდან, 40-მდე დამწყები და უკვე მოქმედი მწვრთნელი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში მათ დაცვასა და სწრაფ შეტევაში საჩვენებელი ვარჯიშები საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, გელა წულაძემ, 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამის მონაწილე ლუკა ნოზაძემ და ფიბა-ს აღნიშნული პროგრამის ლიცენზიანტმა მწვრთნელმა, ამჟამად კაუნასის “ჟალგირისში” მომუშავე ანდრო ანთელიძემ ჩაუტარეს. დამწყებ მწვრთნელებს სემინარების დეტალებზე გაესაუბრნენ პროგრამის ორგანიზატორები – საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, ნოდარ ავალიშვილი.
იმ მწვრთნელებისთვის, რომლებიც სემინარებს დაესწრნენ, C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
იმ მწვრთნელებისთვის, რომლებიც სემინარებს დაესწრნენ, C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
GBF