კოლხას რიგებში გამორჩეული შედეგი – 26 მოხსნა მიითვალა ლუკა ივანაშვილმა, რომელსაც 8 ქულა და 5 ჩაჭრაც ჰქონდა. 20-20 ქულით ბომბარდირობა გიორგი გაბუნიამ და ლუკა ცარციძემ გაიყვეს. თსუ-ში 14 ქულა რეზი სულაძეს ჰქონდა, ხოლო 13 – თევდორე თავგორაშვილს.
მომდევნო მატჩში ბრძოლა არ შედგა. თბილისი ბასკეტმა 100:78 (სტატისტიკა) დაამარცხა
მესამე შეხვედრაში 19-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. ჰიუნდაიმ 86:67 (სტატისტიკა) დაამარცხა ბრუკლინის აკადემია. 18-წლამდელთა A ლიგის დებიუტანტმა ჰიუნდაელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და შარშანდელი მარცხისთვის ერთგვარი რევანში აუღეს. სწორედ ბრუკნიმა გადაუღობა A ლიგის გზა წინა სეზონის დაწყებამდე სკვალიფიკაციო ტურნირში ჰიუნდაის, რის შემდეგაც ჰიუნდაელებმა B ლიგაში წარმატებული ასპარეზობით დაიმსახურეს A ლიგის საგზური.
ბედის ირონიით, პირველსავე ტურში ჰიუნდაის ბრუკლინი შეხვდა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჰიუნდაელთაგან 14 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო იოანე თვალაბეიშვილი. 16 ქულა ჰქონდა ნიკოლოზ ფუთურიძეს. 13 ქულა ლუკა სავანელმა მიითვალა. ბრუკლინის აკადემიაში 20 ქულით საუკეთესო იყო დაჩი მეშვილდიშვილი.
ტურნირის მომდევნო 2 მატჩი 13 ნოემბერს გაიმართება: ბათუმში ბასკო თელავს უმასპინძლებს, ხოლო ოვერტაიმი თბილისი არენაზე ზპა-ს (ზაზა ფაჩულიას აკადემიას) დუპირისპირდება.
GBF