ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საკუთარ მოედანზე "ვარეზესთან" 81:94 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი ფრედ, 16:16 დასრულდა, შემდეგ კი სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს.

თსუ-დან 20 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო, ხოლო 18 - კახა ჯინჭარაძემ. 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და სარგებლიანობის 30-იანი კოეფიციენტით MVP იტალიური კლუბის კანადელი გამთამაშებელი ოლივიე ჰენლანი გახდა.

თსუ-მ 1 მატჩი მოიგო (სახლში კვიპროსის "კერავნოსს" სძლია) და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია რა იმედია მომავალშიც ითამაშებთ და სხვებიც მოგბაძავენ.
ეეე
23:30 22-11-2023
1
კარგი,საჭირო გამო დილებაა.სხვანაირად ვერ განვვითარდებით.
მაო
08:11 23-11-2023
1

სიახლეები პოპულარული