NBA-ს ლეგენდარულმა კალათბურთელმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა 4 ცალი საჩემპიონო ბეჭედი, MVP-ის სამი ჯილდო და კიდევ რამდენიმე სამახსოვრო ნივთი გაყიდა, რის სანაცვლოდაც 2.8 მილიონი აშშ დოლარი მიიღო და ეს თანხა, ქველმოქმედების სახით, ახალგაზრდების განათლების პროგრამას მოახმარა.
"როდესაც საქმე ეხება არჩევანს ოთახში საჩემპიონო ბეჭდების ან თასების შენახვა თუ ბავშვებისთვის ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობის მიცემის შანსს, არჩევანი საკმაოდ მარტივია: "გაყიდე ეს ყველაფერი", - განაცხადა ჯაბარმა.
მომზადებულია characterandleadership-ის მიხედვით