სამწუხაროდ, საქართველო არაა ამ 4 გუნდს შორის. ლიკა ქაჯაიას და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი თამაში სომხეთს მოუგო, მეორე აზერბაიჯანთან დათმო და მესამე, დღეს გამართულ შეხვედრაში, აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ… ალბანეთი ბევრად ძლიერი და მომზადებული გუნდი გამოდგა, რომელმაც ისე მოიგო შეხვედრა, ჩვენებისთვის შანსი არ მიუცია.
საქართველოს ნაკრები ხვალ დაისვენებს და ზეგ, 27 ივლისს, A ჯგუფში ბოლო, მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ, მალტა იქნება. საქართველო, სომხეთი და A ჯგუფის მესამეადგილოსანი საკვალიფიკაციო ჯგუფს შექმნიან. საქართველოს სომხეთთან მოგება გადაჰყვება და მხოლოდ A ჯგუფის წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საბოლოოდ V-VII ადგილებიც "ა" ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდება.
GBF.GE