თვაური ევროპას მალტიდან იწყებს, რატიშვილი – თურქეთიდან

AutoSharing Option
ევროსეზონი საკლუბო კალათბურთში იხსნება. ფიბა თავის მიერ ორგანიზებულ ოთხივე ტურნირში (ჩემპიონთა ლიგა, ფიბა ევროპის თასი, ქალთა ევროლიგა, ქალთა ევროპის თასი) საკვალიფიკაციო მატჩებს იწყებს. ევროსეზონისთვის ემზადება საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი”, რომელიც 18 სექტემბერს ანტალიაში სლოვაკურ “ლევიცეს” დაუპირისპირდება.

ქუთაისელებთან ერთად ევროსეზონის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადებიან ქართველი არბიტრი და კომისარიც. მსაჯი კირილე თვაური მალტაში, ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო მატჩს მოემსახურება, ხოლო კომისარი მერაბ რატიშვილი თურქეთში ქალთა ევროლიგის მატჩზე იმუშავებს.

წარმატებები ვუსურვოთ ქუთაისურ კლუბსა და ქართველ კომისარ-მსაჯებს ახალ ევროსეზონში.

კირილე თვაური (მსაჯი)
24 სექტემბერი.
ვალეტა (მალტა).ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო მატჩი.
სტარლიტესი (მალტა) – ანორთოსისი (კვიპროსი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

18 სექტემბერი. სტამბოლი (თურქეთი). ქალთა ევროლიგის საკვალიფიკაციო მატჩი.
ბეშიქთაში (თურქეთი) – ბასკეტ ლანდე (საფრანგეთი).

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული