ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯარაში ჩვენი ეროვნული ნაკრების ბიჭებთან ერთად დაკავებული საქმეში იქნება საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი. ის 21 თებერვალს, ბოსნია და ჰერცეგოვინას ქალაქ ტუზლაში ამ ქვეყნისა და კვიპროსის ნაკრებთა დაპირისპირებას მოემსახურება. რატიშვილი ამ მატჩის ტექნიკურ დელეგატად იმუშავებს, რადგან ფიბა-ს ასე აქვს: საკლუბო კალათბურთში მატჩის მოურავად კომისარი ჰყავს განწესებული, ხოლო სანაკრებოში იგივე ფუნქციების შემსრულებელს ტექნიკური დელეგატი ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ მერაბ რატიშვილს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის გასული ორივე ფანჯრის თამაშებზე უმუშავია და
გამონაკლისი, როგორც უკვე გამცნეთ, არც მესამე ფანჯარაა.
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)21 თებერვალი. ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ტუზლა (ბოსნია და ჰერცეგოვინა).
ბოსნია და ჰერცეგოვინა – კვიპროსი
GBF.GE