საკალათბურთო სუპერლიგის მეორე ტური დღეს რუსთავში დაიწყო, სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შედგა ქვემოქართლური დერბი. რუსთაველებმა სუპერლიგის დებიუტანტს, მარნეულის"დელტას“ უმასპინძლეს. ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის პირველი რეგიონია, რომელიც უმაღლეს ლიგაში 2 გუნდითაა წარმოდგენილი.
რუსთაველებმა საამსეზონოდ საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრეს. ქვემოქართლურმა კლუბმა გამრჯე ლეგიონერები შეიმატა, რომელთა ძალისხმევითაც დღეს მარნეულის"დელტასთან“ იოლი გამარჯვება იზეიმა. დარბაზი სავსე იყო და მასპინძლებს ქომაგობა არ აკლდათ. მოთამაშეებმაც მათ იმედი არ გაუცრუეს და ლიდერობას თავიდანვე რომ დაეპატრონნენ, თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.
„რუსთავმა“ პირველი პერიოდი 23:17 მოიგო, ხოლო
შეხვედრის ბოლო წუთებზე"რუსთავის“ მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულის წევრები მოედნიდან გაიხმო და შანსი სათადარიგოებს მისცა, რითაც მარნეულელებმა ისარგებლეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. ბოლო 2 წუთში მოედანს რუსთაველი ლეგიონერები დაუბრუნდნენ და თამაში მანამდელ კალაპოტს დაუბრუნეს.
საბოლოოდ"რუსთავმა“ 96:78 იმარჯვა და სანამ მე-2 ტური დასრულდებოდეს, სუპერლიგის ცხრილს თავში მოექცა. მასპინძელებს 20-20 ქულით ადამ ბლეიზეკმა და ტაირელ ნელსონმა ულიდერეს. ბლეიზეკმა სულაც საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა და სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. კანადელმა ლეგიონერმა სუპერლიგის რეკორდი დაამყარა და 10 ჩაჭრა მიითვალა.
5 სამქულიანი და მთლიანობაში 17 ქულა ჩააგდო რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. მარნეულის"დელტაში“ 20 ქულით ნიკ ნილი გამოირჩა, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა დეანდრე რეიმ, ხოლო ზვიად ანთაძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგა. II ტური
რუსთვი - მარნეული 96:78
23:17, 34:19, 11:19, 22:19, 17:23
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით