სუპერლიგა. VI ტური:"ბათუმმა“ მარნეულის "დელტა“ მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
დასრულდა სუპერლიგის მე-6 ტური, რომლის ბოლო მატჩშიც "მარნეულმა“ "ბათუმს“ უმასპინძლა. მატჩი მარნეულში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვემოქართლური გუნდის ტექნიკური პრობლემების გამო შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და ნომინალური მასპინძელიც „დელტა“ გახლდათ.

ქვემოქართლურ გუნდში მთავარი მწვრთნელის დებიუტი შედგა. თემურ კანკიამ, რომელიც აქამდე "მგზავრების“ ასისტენტი მწვრთნელი იყო, „დელტა“ ჩაიბარა და პირველ შეხვედრაში ძლიერ „ბათუმს“ დაუპირისპირდა. მარნეულელებმა კარგად ჩაატარეს პირველი ნახევარი, რომლის უმეტესობაც იგებდნენ და დიდ შესვენებაზეც ლიდერის ამპლუაში მივიდნენ - 38:32.

შესვენებიდან დაბრუნებული ბათუმელები სულ სხვა შემართებით ათამაშდნენ და ჩამორჩენა 2 წუთში გააბათილეს,
პერიოდის ბოლომდე კი გვარიან უპირატესობასაც დაეუფლნენ. ამერიკელი სპენსერ კოლინსისა და უკრაინელი ლეგიონერების შორი სროლებით, ასევე სერბი სტეფან ანდრესევიჩის შედეგიანი ფარქვეშ თამაშით ზღვისპირელებმა მესამე ათწუთეული 35:12 (!) მოიგეს და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

ბოლო პერიოდის დაწყებამდე სტუმრები 17 ქულას იგებდნენ და მატჩიც აუღელვებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე. ბათუმელებს 26 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა. 19 ქულა მიითვალა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო 18 - ილია შემოსიუკმა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი სტეფან ანდრესევიჩმა მიითვალა.

"დელტას“ შემადგენლობაში 17 ქულით ბომბარდირი გახდა არტიომ შვეცი. დეანდრე რეის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა, ჯინ ბონდუმელის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია, (მარნეულის მთავარი მწვრთნელი): დღეს სერიოზული მეტოქე გვყავდა და ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდი ჯერჯერობით არ არის მზად 40 წუთის სათამაშოდ. პირველი ნახევარი კარგი გამოგვივიდა. განწყობის ხარჯზე შეიძლება თამაში, თუმცა როგორც კი ცოტა დავიღალეთ ეს შედეგსაც დაეტყო. ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ გამოვასწოროთ.

ვლადიმერ ბოსნიაკი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): თავიდან კარგად ნამდვილად არ დაგვიწყია. კაპიტანიც დაგვიბრუნდა და ვიმედოვნებ, რომ ის ფორმას მალე დაუბრუნდება. ჯერ კიდევ ბევრ დეტალზე გვაქვს სამუშაო. მინდა აღვნიშნო ტომარაძეს კარგი თამაში შეხვედრის პირველ ნახევარში. ასევე აღსანიშნავია სპენსერის და სერბი მოთამაშის ძალისხმევაც, რომელთაც პირიქით, თავიდან გაუჭირდათ, თუმცა მეორე ნახევარში შედეგიანობას მოუმატეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0