"დელტა" "კაქტუსისთვის" ემზადება - "ჩვენ მოგებას ვგეგმავთ"

AutoSharing Option
მარნეულის "დელტა" "ბათუმთან" პირველ ტაიმს იგებს და დიდი შესვენების შემდეგ უფრო გამოცდილმა მოწინააღმდეგემ გაქცევა გააკეთა.

სუპერლიგის დებიუტანტი ჯერ მოგების გარეშე თამაშობს, მაგრამ გუნდი უმატებს. პროცესში "დელტა" ახალი მთავარი მწვრთნელის, თემურ კანკიას კონსპექტებით ემზადება. გუნდი შეიცვალა.

შემდეგი ტური 7 ნოემბერს იქნება. "დელტა" ოლიმპიურ სასახლეში "კაქტუსს" გაესაუბრება.

საინტერესო ტესტი, რომელშიც შარშანდელთან შედარებით, შეცვლილი "კაქტუსი" იქნება. აჩიკო ჟღენტის გუნდმა სუპერლიგაში პირველივე სეზონში ნახევარფინალი ითამაშა და "კაქტუსმა" იმ შემადგენლობის რამდენიმე წევრი შეინარჩუნა. რაც მთავარია, გუნდშია ჟღენტი.

"დელტას" და "კაქტუსის" გარჩევა 18:00 საათზე დაიწყება.

წინასამატჩო
კომენტარი "დელტას" ერთ-ერთი ლიდერისგან, ნიკ ნილისგან. ვუსმენთ.

ნიკ ნილი: "მძიმე წაგება იყო... "ბათუმთან" პირველი ტაიმი მოვიგეთ და მესამე მეოთხედში დავკარგეთ კონცენტრაცია. ვხედავ, რომ გუნდმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და ეს ახალ მთავარ მწვრთნელსაც უკავშირდება. "კაქტუსთან" მნიშვნელოვანი ტესტია. საინტერესო, სწრაფი გუნდი. და ჩვენ ვგეგმავთ მოგებას. ორგანიზებულად, აკურატულად რომ შევასრულოთ მთავარი მწვრთნელის დავალება, მოვიგებთ. მოდით "დელტას" თამაშზე."

"დელტას" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ მგზავრებს მოუგეთ
tubaldo
12:26 07-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0