სუპერლიგა: "რუსთავმა" "ბათუმი" დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა. ამ გუნდებს საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავთ, შესაბამისად ამბიციაც გააჩნიათ და მათი დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებდა.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრის მესამე მეოთხედის გარდა თამაში თანაბარი იყო და ქულა-ქულაში ბრძოლა მიდიოდა. აღნიშნული მესამე პერიოდი რუსთაველთა უპირატესობითა და გამარჯვებით - 18:10 დასრულდა. მოპოვებული უპირატესობა ქვემოქართლელებმა წარმატებით შეინარჩუნეს და ძალიან საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს - 65:59.

გამარჯვებულებს 18 ქულით ჯეკ კრუკმა ულიდერა. ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. კიდევ ერთმა
ლეგიონერმა – ბრაიან ბერნარდმა რუსთაველებს 12 ქულა შეაშველა."ბათუმში" 14-14 ქულით სტეფან ანდრესევიჩი და სპენსერ კოლინსი გამოირჩნენ.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 10 ნოემბერს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარი

რამაზ გოგობერიშვილი, (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა დაცვაში. თავდასხმაში მართალია ვერ ჩავყარეთ ბევრი, მაგრამ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ ეს თამაში. მივულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0