სუპერლიგა: “ოლიმპმა” “რუსთავი” ბოლო წუთზე გატეხა

AutoSharing Option
სუპელრიგის მორიგი ტურის დღეს დაგეგმილი 2 მატჩიდან თბილისური შეხვედრა უკვე დასრულდა: „ოლიმპმა“ დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით – 71:66 დაამარცხა „რუსთავი“ და მას ცხრილში გაუთანაბრდა.

ამ მატჩს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისინი ცხრილის ზედა ნაწილში არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენდა. გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპელები რუსთაველებს ქულებით უთანაბრდებოდნენ და ეს ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა კიდეც.

პირველი პერიოდი ფრედ – 18:18 დასრულდა. მეორე მეოთხედშიც ვერ გამოიკვეთა ლიდერი: თბილისურმა გუნდმა 2 ქულით – 20:18 იძალა და დიდ
შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდა. მესამე ათწუთეულმაც თანაბრად ჩაიარა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა წინ სოლიდური სხვაობით გაჭრას.

თანაბარი ორთაბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა, თუმცა დასკვნით წუთებში თბილისელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და ბოლო წუთზე 5 ქულით დაწინაურდნენ. რუსთაველებს ჰქონდათ მოგების შანსი, როცა ოლიმპელი მარკ ოგდენი არასპორტულად დაჯარიმდა. რევაზ ჩაჩანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და სტუმართა ჩამორჩნა 3 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტ შეტევაში რუსთაველებმა ბურთი დაკარგეს და მასთან ერთად თამაშის გადარჩნის შანსიც გაანიავეს.

„ოლიმპს“ 18 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა. 14 ქულა მორის ჰილის ანგარიშზე დაგროვდა, გივი ბაქრაძემ კი 11 ქულასთან ერთად 8 პასიც მიითვალა. „რუსთავში“ 20-20 ქულით ადამ ბლეიზეკი და ტაირელ ნელსონი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოხსნაც დაგროვდა.

დღს, 18:30 საათზე, ქუთაისში დაიწყება კიდევ ერთი შეხვედრა: „ქუთაისი“ მარნეულის „დელტას“ უმასპინძლებს.
ოლიმპი – რუსთავი 71:66

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

“ოლიმპი” რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, ყველამ ვიცით. უბრალოდ, ჩვენმა ბიჭებმა მიღებული დავალებები დაცვაში ვერ შეასრულეს. ამას ისიც დაერთო, რომ თავდასხმაშიც არ გამოგვივიდა თამაში და გამოჩნდა, რომ ეს კომპონენტები აუცილებლად დასახვეწი გვაქვს. ვულოცავ “ოლიმპს” ამ გამარჯვებას, ჩვენ კი მომავალ თამაშზე ვფიქრობთ და ვეცდებით, უფრო კვალიფიციულად მოვემზადოთ”.

დავით როგავა (ოლიმპის” მწვრთნელი):

“შედეგით, ცხადია, კმაყოფილივარ, მაგრამ თამაშის ხარისხით – არა. ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა – “რუსთავს” მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა და დღევანდელი მატჩისთვის ვერ ვიყავით სათანადოდ მომზადებულები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოგებით დასრულდა და იმ ხარვეზებს, რაც ამ მატჩში გამოჩნდა, ვეცდებით, სამომავლოდ გამოვასწოროთ.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0