რუსთაველებმა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს დამაჯერებელი უპირატესობა და პირველი პერიოდი 23:11 მოიგეს. მარნეულელებმა მეორე ათწუთეულში თამაში დაალაგეს, თუმცა არა იმდენად, რომ ჩამორჩენა აღმოეფხვრათ. დიდ შესვენებაზე “რუსთავი” 46:35 იგებდა და თუკი თამაშის გადარჩენა სურდა, მესამე მეოთხედში რამე უნდა შეეცვალა, თუმცა პირიქით მოხდა. რუსთაველებმა ლიდერობა 17 ქულამდე გაზარდეს და ბოლო ათწუთეულს ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს.
“მარნეულმა” ისღა მოახერხა, რომ თამაშის ბოლომდე ჩამორჩენა 14
თემურ კანკია, მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი: თამაშისთვის პრაქტიკულად ვერ ვემზადებით, რადგან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, შედეგიც სახეზეა. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან და მწყობრში ჩავდგებით.
რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი: ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, თუმცა დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა და ვეცდებით გამოვასწოროთ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით