როგორც გამოჩნდა, “სოხუმს” სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდმა ახალი ლეგიონერი – ლიტველი ვიტაუტას კამარუნასი შეიმატა, თუმცა ამ ტრანსფერს ეფექტი ჯერ არ მოუტანია. სოხუმელებმა პირველი პერიოდი 9:18 წააგეს, მაგრამ ვითარების გამოსწორება დარჩენილ დროში ვერ
ოლიმპელებმა გუნდურად ითამაშეს. 16 ქულით ბომბარდირი გახდა გეგი ბაქრაძე. 14-14 ქულა მიითვალეს მერაბ ბოქოლიშვილმა და მორის ჰილმა. 13 ქულა და 9 მოხსნა მარკ ოგდენის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთაგან ბომბარდირმა ლევან რევაზაშვილმა 10 ქულა დააგროვა. 9 ქულა მისმა ძმამ, მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით