სუპერლიგა: "კაკტუსმა" "სოხუმს" 3 ქულით სძლია

AutoSharing Option
სუპერლიგის გათამაშება საინტერესოდ გრძელდება. დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლეში 2 მატჩია დაგეგმილი. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ “სოხუმი” და “კაკტუსი” შეხვდნენ. მიმდინარე ჩემპიონატში 1 მოგების მქონე და ბოლო ადგილზე მყოფი “სოხუმი” გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდიდან წასული ვიტაუტას კამარუნასისა და ანატოლი ჩელოვანის ნაცვლად სოხუმელებმა 2 ამერიკელი ლეგიონერი – ბიშოპ დანიელსი და ჯორდან პრაისი შეიმატეს.

ორივე მათგანი რიგიანი კალათბურთელია და გუნდს აუცილებლად გააძლიერებს. მათ ჯერ “სოხუმთან” მხოლოდ 1 ვარჯიში ჩაატარეს და დღევანდელ თამაშში საუკეთესონი იყვნენ. დენიელსმა პირველ ტაიმში თამაშიდან ბურთი არ გააცუდა და დიდ
შესვენებამდე ნათამაშებ 12 წუთში 24 ქულა მიითვალა. სოხუმელებს გუნდურობა აკლდათ, “კაკტუსს” კი პირიქით. სწორედ ამის ხარჯზე იგებდა არჩილ ჟღენტის გუნდი მთელი თამაში, ხოლო “სოხუმი სულლ მდევრის როლში იყო და ორჯერ ბურთის გათანაბრება მოახერხა. პირველად ტაიმის ბოლოს და დიდ შესვენებაზე ფრე დაფიქსირდა – 48:48.

“კაკტუსმა” მესამე პერიოდი 25:22 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 73:70 დაწინაურდა. მეოთხე ათწუთეულის დასაყისში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. ჯორდან პრაისის 3 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ ტაბლოზე 73:73 დაფიქსირდა. ამას მოჰყვა კაკტუსელების გაქცევა, რაც მათი ლეგიონერების – ჯონ მიტჩელისა და კრისტიან ჯონსონის დამსახურება გახლდათ. ამ უკანასკნელის სამქულიანის შემდეგ კაკტუსელები 10 ქულით – 87:77 დაწინაურდნენ. სოხუმელებმა მაინც მოახერხეს ბოლომდე შანსის შენარჩუნება. მესამე ამერიკელმა ლეგიონერმა, კვან უოლერმაც გაისწორა მიზანი, რომელიც პრაისს და დენიელსს შეეშველა და ბოლო წუთზე სოხუმელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.

ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ კაკტუსელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დეანდრე პარკსმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და დარჩენილ 4 წამში სოხუმელებმა გამთანაბრებელი სამქულიანის სროლა მოასწრეს. უოლერის შორეული ტყორცნა კაკტუსელთა ფარის რკალს მოხვდა და შეხვედრაც დასრულდა – 105:102 თბილისური გუნდის სასარგებლოდ, რომელსაც 36 ქულით კრისტიან ჯონსონმა ულიდერა. 20 ქულა დაგროვდა დეანდრე პარკსის ანგარიშზე, ხოლო ჯონ მიტჩელმა ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

“სოხუმში” 34 ქულით საუკეთესო იყო ბიშოპ დანიელსი. 27 ქულა მოაგროვა ჯორდან პრაისმა, ხოლო ლევან რევაზაშვილისა და კვან უოლერის ანგარიშზე 18-18 ქულა დაგროვდა. მორიგ მატჩში ერთმანეთს “მარნეული” და “დინამო” დაუპირისპირდებიან.

მიხეილ კობეშავიძე – “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:
“ბიჭებმა იბრძოლეს და შეხვედრა ბოლო წამებზე დავთმეთ. ახალმა ამერიკელმა მოთამაშეებმა გუნდი გააძლიეს. ისინი კიდევ მოუმატებენ და გუნდს შეეწყობიან. ჯერ მხოლოდ 1 სრულფასოვანი ვარჯიში აქვთ ჩატარებული ჩვენთან. მადლობა მათ თავდადებული თამაშისთვის, ისევე როგორც “სოხუმის” თითოეულ წევრს”.

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:


„მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი ბოლო ადგილზეა, ის გაძლიერდა ორი ამერიკელი მოთამაშის დამატებით. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია ამ მოთამაშეებზე, თუმცა ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. დაცვაში დავუშვით ბევრი შეცდომა, მაგრამ მოგება მაინც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვულოცავ ჩემს გუნდს.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0