სუპერლიგა: "დინამო" მიჯრით მეოთხე მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამოს” კრიზისი გრძელდება. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე, 2018 წელში გამარჯვება ვერ მოიპოვა. დინამოელებმა დღეს სუპერლიგის დებიუტანტ მარნეულის “დელტასთანაც” წააგეს და მიმდინარე ჩემპიონატში წარუმატებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდეს. მოქმედი ჩემპიონი 2018 წლის მატჩები მგზავრებთან, ბათუმთან, ოლიმპთან და დღეს მარნეულთან წააგო.

გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადად “მარნეული” ლიდერობდა, თუმცა დინამოელები არ რჩებოდნენ და ბოლო პერიოდში 8-ქულიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრეს და კაილ ტურპინის 2-ქულიანით თამაში ოვერტაიმშიც გადავიდა.

ექსტრახუთწუთეულში “დელტას” მოთამაშეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.
ნიკოლას ნილის სამქულიანებითა და დეანდრე რეის შედეგიანობით მარნეულელებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და მიმდინარე სეზონში მე-4 ამარჯვება გაიფორმეს – 100:92.

გამარჯვებულებს 26 ქულით ნიკოლას ნილმა ულიდერა. 20 ქულა მოაგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ტაილერ ალდერმანმა მარნეულელებს 17 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. “დინამოში” საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა. ნოდარ გოგოძესა და ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 19-19 ქულა დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიერ
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიღაცამ აგვიხსენით რა ხდება. მეგონა გაძლიერება გველოდა, ახლა ვისაც გაუხარდება ყველა უგებს დიდებულ დინამოს
grisha
11:26 21-01-2018
0
უცოდინრობა ხდება ბატონო გრიშა რა უნდა ხდებოდეს
tubaldo
09:57 23-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0