შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი მატჩის მანძილზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი 19:17 სტუმრებმა მოიგეს. თანაბარი თამაში მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. რუსთაველებმა 10-წუთეული 21:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ 38:37.
ვერც მესამე მეოთხედში გამოიკვეთა ლიდერი და ცხადი იყო, თანაბარი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა, ბოლო წუთზე რუსთაველებმა
“რუსთავს” 18 ქულით ბრაიან ბერნარდიმ ულიდერა. 15 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ადამ ბლეიზეკისა და ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 11-11 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 20 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი. 15 ქულა გივი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო რევაზ როგავამ თბილისელებს 13 ქულა შესძინა.
მე-16 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ, 27 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, რითაც დასრულდება სუპერლიგის მე-2 წრე.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით